Monday, November 18, 2013

მეცადინეობის მეშვიდე და მერვე დღეს ძირითადად ვიმუშავეთ  სიტყვის  მოძიებასა და სურათის გადატანაზე ჩვენთვის სასურველ ადგილზე,  რაც საინტერესო აღმოჩნდა.  შემდეგ კი ვისწავლეთ მიძიებული მასალისა და  სურათების დრაივზე  ატვირთვა.





მეცხრე დღე-ამ დღეს მოვახდინეთ ჩვენ მიერ შექმნილი მასალების საქაღალდეში შეტანა: დამხმარე რესურსების ,პროექტის გეგმის, მოსწავლის ნიმუსების , შეფასების რუბრიკებისა და აუდიო-მასალების თავმოყრა.  ეს იყო ჩვენი მეცადინეობის უკანასკნელი დღე,  კმაყოფილები დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ინტელის მეთოდითპროექტებზე მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. დიდ მადლობას ვუხდი აზალგაზრდა ტრენერს  გიორგი არავიაშვილს ,რომელმაც თავისი გულისხმიერებით ენერგიული მუხტი შემოიტანა ჩემს   პედაგოგიურ საქმიანობაში.

Saturday, November 16, 2013

მეცადინეობის მეხუთე დღეს,დავიწყე მუშაობა პრეზენტაციაზე,რომელიც უნდა გამეცნო  
პროექტში მონაწილე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. ამისათვის შევქმენი სლაიდები,I-  სლაიდში მივუთითე პროექტის სახელი და ავტორიII.-სლაიდში მოკლედ ჩამოვაყალიბე სასწავლო პროექტის შინაარსი. III  სლაიდში განვათავსე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.IV სლაიდში განვთავსე პროექტის ხედვა,V-  მიზნები და ამოცანები და ა.შ.შ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე 21-ე საუკუნეში მოსწავლეების მიერ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.ასევე შევქმენი, შეფასების რუბრიკები: I-საპრეზენტაციო,II-პრაქტიკული უნარ-ჩვევების III- თვით შეფასების და სადისკუსიო რუბრიკა.

Saturday, November 9, 2013

მეექვსე დღე

მეცადინეობის  მეექვსე დღეს  განვიხილეთ  ჩვენ  მიერ  შექმნილი  პრეზენტაციები, მოვისმინეთ  ნელი ჯალაბაძის პტეზენტაცია,  შემდეგ მოხდა მის  ირგვლივ მსჯელობა- განხილვა.    ვიმუშავეთ  რუბრიკების  შექმნა-დახვეწაზე .ვისწავლეთ ვებგვერდიდან  პროექტზე საჭირო  მასალების  გადმოტვირთვა.

Saturday, November 2, 2013

მეოთხე დღე

მეოთხე დღე-ამ დღეს შევიკრიბეთ პროექტზე მომუშავენი  და  დავიწყეთ  ზოგადი ,თემატური, შინაარსობლივი კითხვებისა.  და  თემატური   კითხვების დამუშავება.ზოგადი კითხვა-რა იცით ლიტერატურის შესახებ?  თემატური კითხვა-     რა როლს  ასრულებს წიგნი ადამიანის ცხოვრებაში? რომელ   დაწესებულებაში ხდება ძირითადად წიგნებიის თავმოყრა?  რა არის ბიბლიოთეკა?   შინაარსობრივი კითხვები;-კითხულობთ თუ არა წიგნებს? იცნობთ   თუ არა  ბიბლიოთეკების მუშაობის პრინციპებს?

Friday, November 1, 2013

მეორე დღე

მეორე დღე-დავიწყეთ  ზოგადი, თემატური და   შინაარსობლივი კითხვებზე მუშაობა.  ზოგადი კითხვა -რა არის ლიტერატურა?      თემატური კითხვა_რა როლს თამაშობს წიგნი ადამიანის ცხოვრებაში?