Thursday, December 12, 2013

ორშაბათი დღე,
   9 დეკემბერს 107-ე საჯარო სკოლის საკონფერეციო დარბაზში ჩატარდა პროექტის  პრეზენტაცია ,,21-ე საუკუნე და წიგნიერება," რომლის შემქმნელიც მე ,ამავე სკოლის ქარტული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნონა დათაშვილი გახლავართ.  ამ პროექტით   მსურს გამოვეხმაურო დამდეგ, 2014 წელს, რომელიც წიგნიერების წელიწადად არის აღიარებული.
         დარბაზში მრავალფეროვანმა აუდიტორიამ მოიყარა თავი.იყვნენ: პედაგოგები, მშობლები, ბავშვები. საზოგადოებას გავაცანი პრეზენტაცია, პროექტის მიზნები, ,ამოცანები  და შედეგები, ის უნარ- ჩვევები, რომლელსაც შეიძენდნენ მოსწავლეები მუშაობის პროცესში. პრეზენტაციამ საკმაო ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები, ახალი იდეები.
      ვთვლი,რომ პრეზენრაციამ წარმატებით ჩაიარა.მის  განხორციელებას კი შემდეგი კვირიდან შევუდგებით.